“ჩვენდა სამწუხაროდ არენაზე გამოდის თაღლითი ხაზარაძე, რომლის გარშემო რამდენი გამწარებული ადამიანი არსებობს. ადამიანი, რომელმაც ვერ შეასრულა დავალება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და ამის შემდეგ რამდენჯერ უჩივლა ჩვენს ქვეყანას და ყველა წააგო. გამოდის ახლა და გვეუბნება, რომ ირაკლი კობახიძეს და “ქართულ ოცნებას”  სურს არაბიზაცია”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რიმა ბერაძემ გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.

“Emaar” ჯგუფი, რომელიც 6 მილიარდ ნახევრიანი დოლარის პროექტს მოიტანს და ინვესტიციას ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან ყველა ინვესტიცია და გრანტი რომ დავაჯამოთ ყველა ერთად, არ ყოფილა.

ამ პროექტთან დაკავშორებით ამბობს ოპოზიცია, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს არაბიზაცია უნდა საქართველოში, ამ ჯგუფის შემოსვლით მოხდება ის რომ, ქვეყანაში გაუარესდება დემოგრაფიული  და ეკონოკიური მდგომარეობა, თუმცაღა აი, ამ პროექტით 1/3 ან 33 პროცენტი პირდაპირ წავა ბიუჯეტში, რომელიც მოხმარდება მოსახლეობას.

მას უნდოდა [ხაზარაძე] ბიუჯეტიდან წაეღო ფული და პირიქით საარბიტრაჟო სასამართლომ მას დააკისრა, აი, ეს ადამიანი გვეუბნება, რომ ამ პროექტის განხორციელებით ქვეყანაში მოხდება ასეთი რამ.

გახსოვთ 2016 წელს ჰუალინგის მშენებლობა. თბილისში ერთ- ერთი ულამაზესი კუთხე თუ შეილება ითქვას, თუ ესთეტიურად, თუ ტექნოლოგიურად, ეკონოლიურად, გამწვანების თვალსაზრისით, ჩინელებმა რომ ეს პროწქტი განახორციელეს, მაშინაც ამბობდნენ რომ საქართველოში “ქართულ ოცნებას” სურს ჩინელების შემოყვანა.

ჩინეთში პრემიერის ვიზიტსაც აკრიტიკებენ, ყველაფერს აკრიტიკებენ.

როცა ადამიანი ებრძვის მართლმადიდებლობას, ქართულ ოჯახს, იდენტობას, კულტურას, ტრადიციას, წარსულს, ახალგაზრდობას და შენ გეუბნება რუსი ხარო, ეს არის ძალიან მძიმე მოსასმენი”,- განაცხადა რიმა ბერაძემ.