„საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში არაერთი ცრუ ინფორმაციაა და ბევრი მათგანი კომბინაცია “copy-paste-ით” არის გადმოღებული აქედან გაგზავნილი ცრუდასმენებიდან“, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
„ყველაზე უფრო ამაზრზენი იყო გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის ცრუ განცხადება, თითქოს, საქართველოს ხელისუფლება განსხვავებული აზრის გამო აგზავნის ციხეში ხალხს. არადა, ყველამ ვიცით, რომ ის ხალხი ციხეში მოხვდა კონკრეტული და დადასტურებული დანაშაულის გამო, რომელიც, ხშირად, განზრახ ჩაიდინეს, რათა ევროპაში შესაბამისი აღქმები შეექმნათ.
ცრუ აღქმებზე დაფუძნებული პოლიტიკით კი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვერანაირი პროდუქტიული დიალოგი ვერ შედგება“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.



