„ეს არა მხოლოდ, უბრალოდ, ტყუილი, არამედ უტიფარი ტყუილია. ეს არის ევრობიუროკრატიის ღირებულებითი გადაგვარება, რომელიც არ შეესაბამება ევროკავშირის სადამფუძნებლო პრინციპებს“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის შესახებ კომენტირებისას.
„ისინი უპირისპირდებიან არა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს, არამედ მათ მიერ გამოქვეყნებულ წინა ანგარიშებსაც, რომლებშიც საქართველო ისეთ მაღალ დონეზეა შეფასებული, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც კი უსწრებს.
ტყუილზე აგებული ეს შეფასება, ვფიქრობ, მათ ისტორიაში ერთ-ერთი დიდი სირცხვილია“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.



