პოლიტიკის ექსპერტი ზაზა დობორჯგინიძე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით მანჩო გიორგობიანის დაკავებას ეხმაურება.
„მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი “ფეისბუკზე”, “ფეიკ” ალიბი, როცა მიხვდა, რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის გამო. ვის უნდა დაეჯერებინა ეს სისულელე, თუ არა ლიბერდებილებს, რომლებიც სერიოზული სახით ამტკიცებენ ამ იდიოტებზე გათვლილ მანიპულაციას, რომ თურმე, გეკა გელაძის ლანძღვის გამო იჭერენ. ბარემ, ამტკიცეთ, – პოლიტპატიმარია, სანამ მურუსიძის სასამართლო გვაქვსო და გამოშვება მოითხოვეთ. ხომ შეიძლება, გაფუჭებული საათის პრინციპით მაინც, ერთხელ, რამე უკუღმა არ გაიგონ”, – წერს დობორჯგინიძე სოციალურ ქსელში.



