“როგორც ირკვევა, მანჩო გიორგობიანმა დანაშაული 2 ნოემბერს ჩაიდინა, ხოლო უკვე 4-ში კარგად აცნობიერებდა, რომ პასუხისმგებლობისგან ვერ გათავისუფლდებოდა და დააკავებდნენ. სწორედ, მაშინ გადაწყვიტა ახალი გეგმის განხორციელება, გეკა გელაძესა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუტია, რათა საზოგადოებაში შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს, მისი საქმე პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდა. ეს იყო გაცილებით უფრო გააზრებული ნაბიჯი, ვიდრე ემოციური რეაქცია – მცდელობა, სამართლებრივი რეალობა პოლიტიკური იარლიკით დაეფარა”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
„დაკავებას “პოსტებთან” ან ემოციებთან საერთო არაფერი აქვს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე. როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია, აგოს პასუხი და მას ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს.
სამწუხაროა, რომ მანჩო გიორგობიანმა საკუთარ ახლობლებს ავნო, შვილის მეგობრებს დაურეკა, უთხრა, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს და დახმარება სთხოვა, რითაც ისინიც გარია იმ ქაოსში, რომელიც თავად შექმნა.
ქვეყანა ემოციებით კი არა, კანონებით იმართება. დანაშაული დანაშაულია და ვინც დააშავა, პასუხი უნდა აგოს, მიუხედავად იმისა, რა ფორმით ცდილობს საკუთარი ქმედების გამართლებას”, – წერს დავით ჩიხელიძე.





