ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი “ემაარ ჯგუფის” ინვესტიციის წინააღმდეგ ოპოზიციის ნაწილის მიერ წარმოებულ კამპანიას ეხმაურება.
“თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7- მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა, ძალიან ცდება!
ცხადია, ვერც ინვესტიციას ჩააგდებთ და საოცარი ქალაქები აუცილებლად აშენდება. ხოლო, ვინც რამე ვერაგული კამპანიის აგორებას შეეცდება, ძალიან მკაცრად დაისჯება”, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.



