„ეს არ არის პირველი მცდელობა, როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ. ამას არასდროს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ევროკავშირის ელჩის მიერ 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობაზე უარს ეხებოდა.
“როდესაც ისინი, მაგალითად, ძალადობენ ჟურნალისტებზე, ამასაც არასდროს ემიჯნებიან. ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი და ამ შემთხვევაშიც, ევროკავშირის ელჩი მოქმედებს, სწორედ, ამ ორმაგი სტანდარტით, რაც აღარავის გვიკვირს. ამ დონემდეა დღეს, სამწუხაროდ, დასული ევროპული ბიუროკრატია, რაც არის ძალიან სამწუხარო და ძალიან დასანანი”, – განაცხადა პრემიერმა.



