პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტში გერმანიის გავლენიანი ცენტრისტულ-მემარჯვენე დელეგაციის ხელმძღვანელის – ანგელიკა ნიბლერის წინააღმდეგ ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივად გამოყენების ბრალდებით გამოძიების დაწყებას გამოეხმაურა.
„ეს მიანიშნებს იმ უმძიმეს მდგომარეობაზე, რომელიც შექმნილია ევროპულ ბიუროკრატიაში. ეს ყველაფერი არის, ჯამში, კორუფცია. ვიწრო თუ ფართო გაგებით, მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპულ ბიუროკრატიაში, არის კორუფცია და სერიოზული უკუსვლაა ამ მიმართულებით – დემოკრატიის, პრინციპების პატივისცემის, ფასეულობების კუთხით. ყველა მიმართულებით ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს. ეს არის ჩვენი სურვილი და მოწოდება ევროპული ბიუროკრატიის მიმართ“, – განაცხადა პრემიერმა.



