„დღევანდელი გეოპოლიტიკური ცვლილების პროცესში უაღრესად მნიშვნელოვანია მშვიდობა. როდესაც შენ ხარ სტაბილურობისა და მშვიდობის ჰაბი როგორც რეგიონი და როგორც ქვეყანა, ეს ზრდის ინვესტიციის შესაძლებლობებს“, – განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა „პოლიტიკურ პოსტში“.
„ჩვენ მსოფლიო ეკონომიკური მოდელის გადაწყობის პროცესში ვართ. ერთი ეკონომიკური ცენტრის ნაცვლად, იკვეთება ორი ეკონომიკური ცენტრი და, ამ შემთხვევაში, საქართველოს აქვს უნიკალური შემთხვევა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენ ვართ ხიდი ამ ორ ცენტრს შორის და, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია, გამოვიყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რასაც პროცესის ცვლილება ქმნის. სწორედ ამიტომ აინტერესებს „Eagle Hills-ს“ საქართველოს პოტენციალი. საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის სექტორში და მას უნდა, რომ ამ პროცესის თანამონაწილე გახდეს“, – განაცხადა ბერეკაშვილმა.


