“ჩვენ ვხედავთ და პრაქტიკამაც აჩვენა, რომ ეს არის ხელოვნური წარმონაქმნი დამატებითი ფინანსური წნეხის, ტვირთის სახით საქართველოს ბიუჯეტზე. იმ პოლიტიკურ მძიმე შეცდომასთან ერთად ჩვენ ფინანსურ ნაწილს და ზოგადად ინსტიტუციური სისტემის მოწყობასაც გავყვებით და მოვაწესრიგებთ. ყველაფერს ჩავსვამთ იმ წეს- წყობილებაში რაც არის გათვალისიწნებული საქართველოს კონსტიტუციით”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა ე.წ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებასთან დაკავშირებით გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.

“არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ამ ე. წ სამხრეთ ოსეთის ადმინიატრაციის სახელით ვინმემ, მათ შორის რუსეთმა, გაამართლოს თავისი ოკუპაცია საერთაშორისო არენაზე. არანაირი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია საქართველოში არ არსებობს და არ უნდა არსებობდეს.

არის ცხინვალის რეგიონი, სამაჩაბლო და რაც მთავარია ის ოთხი მუნიციპალიტეტი, სადაც 2006 წელს ლეგიტიმურად ჩატარდა ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები და არსებობს ლეგიტიმურად არჩეული ადგილობრივი თვითმართველობა დღემდე და ეს ოთხი მუნიციპალიტეტი დღემდე ფუნქციონირებს ცხინვალის რეგიონის ფარგლებში. ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლობა ცხინვალის რეგიონის.

იმედი გვაქვს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან ერთად ისინი სრულფასოვნად შეასრულებენ თავის საქმიანობას”,- განაცხადა მახაშვილმა.