“ჩვენ გვახსოვს ის უხეში, ხისტი რიტორიკა – ცხინვალში შევარდნები, აი, ახალ წელს შევხვდებით იქ და მთელი ეს აგრესიული რიტორიკა რაც მიდიოდა. ეს გადაწყვეტილებაც ამ ოლქის აღდგენასთან დაკავშირებით, სწორედ იყო იმ დიდი, ერთიანი ხისტი რიტორიკის ნაწილი, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია პროვოცირებაც, რაც შემდეგ რუსეთმა გააკეთა ოკუპაციის სახით”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
“ფაქტობრივად ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა იმისთვის რომ მომხდარიყო სიტუაციის დეესკალაცია, მშვიდობიან ჩარჩოებში მშვიდობიანი პოლიტიკის დაბრუნება. პირიქით, გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღო და მივსულიყავით საბოლოო ჯამში 2008 წლის ომამდე.
ეს იყო უკვე, ყოველშემთხვევაში მაშინდელი გადმოსახედიდან ერთგვარ ვა ბანკზე წასვლა ოღონდ წინასწარი შეცდნობით. აქ არანაირი შანსი ამ მომენტში საქართველოს არ ჰქონდა გასაგები, მტრის თანაფარდობის გამო. ამის მიუხედავად შეგნებულად წავიდა ამ პოლიტიკაზე.
როდესაც ჩვენ საკონსტირუციო სარჩელი შევიტანეთ, სწორედ ეს არის ჩვენი არგუმენტები, რომ ნაცვლად მშვიდობიანი მოლაპარაკებებისა, მაქსიმალური ჩართულობის პოლიტიკისა და გაძლიერებისა, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საბოლოოდ რუსეთს მოეხდინა ამ რეგიონების ოკუპაცია.
ეს არის სამწუხარო რეალობა წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით. დღეს რომ ზოგიერთები მორალისტური პედესტალებიდან გველაპარაკებიან ან რუსეთთან ურთიერთიბაზე ან სხვაზე, გასაგებია ესენი ზნეს არ მოიშლიან.
ხომ ნახა საზოგადოებამ 2022-ში, 2023-ში , 24-ში იგივე რიტორიკა მეტი ესკალაციის, დაძაბულობის, რომ შევვარდნილიყავით.
როდესაც საომარი იყო ამ ქვეყანას ერთი წამი უკან არ დაუხევია, არც ახლა და არც ისტორიულ პერიოდებში, მაგრამ როდესაც შეიძლებოდა საუბრით, დიალოგით, სხვა მეთოდებით პრობლემის თავიდან არიდება ქვეყნის ნაკლები ზიანით გამოსვლა ქვეყნის მდგომარეიბით, რა თქმა უნდა, ამას ყოველთვის ვაკეთებდით.
ყველა ხელისუფლების პასუხისმგებლობა ეს არის, ყველა დროს გააკეთოს ყველაფერი რომ ომისმდგომარეიბა აირიდოს თავიდან”,- აღნიშნა მახარაშვილმა.


