“რუსული ესტრადის წარმომადგენლებს საკუთარი თვითმფრინავით ხან ბათუმში წაიყვანდა, მასპინძლობდა, დაყავდა წინ და უკან გვახსოვს ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომ არის ყალბი ყველაფერი რასაც აკეთებენ”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
“შეიძლება ჩვენ გაგვეღიმოს, რადგან ვიცით მათი წარსული, მათი ზნე, ვიცით რის გამკეთებლები იყვნენ, რაზე იყვნენ წამსვლელები, მაგრამ რაც ხდება, 2012 წლის შემდგომ, ეს ცდება უბრალოდ ღიმილის ფარგლებს.
ეს არის უკვე სერიოზული საბოტაჟი ქვეყნის წინააღმდეგ იმ ფორმით რომ ეწინააღმდეგებიან ყველაფერს ოღონდაც ქვეყანა არ განვითარდეს”,- აღნიშნა მახაშვილმა.


