“გოცირიძემ საკუთარი კუპონები დაითვალოს, მაგრამ გასაკვირი არ არის მაგათგან, რადგან ეს არის მათი ინტერესი სწორედაც რომ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნებისთვის თუნდაც დააზიანონ ამხელა პროექტები”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
“გასაგებია ბევრი ადამიანის გულისტკივილი, რადგან სწორედ ასეთმა უპასუხისმგებლო პოლიტიკურმა ძალებმა აბსოლუტურად უსაფუძვლო ქარიშხალი ატეხეს ჭიქაში და რაზე?! პროექტზე ხალხისთვის და ხალხთან ერთად.
აქ არის ქართული კომპანიები, რომლებიც აშენებენ. ყველაფერი არის ქართველების მიერ გაკეთებული და საქართველოსთვის უპირველეს ყოვლისა. მარტო სამშენებლო კომპანიები კიარა, მთელი ეკონოკიკური სექტორები, მაღაზიებიდან დაწყებული, რესტორნები, სასტუმროები, დისტრიბუტორები, ყველაფერი მიბმულია ქართულ კომპანიებზე.
მთავარი პრიორიტეტი არის ქართული წარმოებით, სამშენებლო პროდუქტით, მშენებარე კომპანიებით, ავეჯის მაღაზიებით, ყველაფერი თუკი რამე შეიძლება წარმოვიდგინოთ ზოგადად ბინის თუ სახლის მოწყობაში.
მთელი სარგებელი რასაც მოიტანს ეს პროექტი არის ის, რომ ეს შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს ხელფასებიც გაზარდოს, პენსიებიც, სოციალური შეღავათები თუკი რაიმე არის დაფინანსებები, ყველაფერი გაზარდოს.
დღეს საქართველო არის ერთგვარ გარდატეხის წერტილში, როდესაც ის რაღაც სტანდარტული განვითარების მოდელები, დღეს უკვე აღარ არის რელევანტური.
მხოლოდ მაშინ გვექნება შესაძლებლობა, რომ ქვეყანა განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს თუ ასეთი მასშტაბური პროექტები შემოვა, იმიტომ რომ პატარ -პატარა მაღაზიების გახსნა, ერთი სამშენებლო კონსტრუქციის გახსნა, არსებით დიდ გარდატეხას ამ ტიპის ქვეყანოს განვითარებაში აღარ შემოიტანს. ამიტომ თუ ჩვენ გვაქვს იმისი სურვილი, რომ თუნდაც ევროპის ქვეყნებს დავეტოლოთ, რომ გვინდა ხელფასი მაღალი იყოს, პენსია, მსგავსი პროექტები არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.
აქ მთავარი არის ის რომ ეს პროექტი არის, რაც დაარქვეს, არა ვიღაციზაცია და ა.შ, ქართველებისთვის და ქართველებთან ერთად. ყველაფერი დანარჩენი არის მიზეზს მოკლებული და ქარიშხალი ჭიქაში”,- აღნიშნა მახაშვილმა.


