“მარტივი პროცესი არ არის, ერთია ის ხმამაღალი განცხადებები რაც გვესმის ხოლმე ზოგიერთი მათი უცხოელი მფარველისგან, მაგრამ ასე მარტივი რათქმა უნდა ამ პროცესის გაჩერება, შეჩერება არ არის. ხედავს ყველა რომ გასული წლების განმავლობაში თუკი ვინმე საუბრობს, დადის, ეხვეწება და ცდილობს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას, ეს არიან სწორედ ეს უპასუხისმგებლო ძალები “ ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელობით და ქოლგის ქვეშ”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა გადაცემაში “ პოსტ ანალიტიკა”.

“ხელისუფლებისგან არ მგონია ვინმეს მოესმინა, რომ ხელისუფლებამ ეს საკითხი ოდესმე დღის წესრიგში დააყენა. პირიქით, ჩვენ მაქსიმალური პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ საკითხს. ვიზალიბერწლიზაცია ეს არ არის საკითხი, მას აქვს თავისი კრიტერიუმები. მთავარი არსი რაც მთავარია არის ის რომ მოსახლეობა, იქ ევროკავშირი, მისი საზღვრები იყოს დაცული და ჩვენგან წასულმა ადამიანებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა, რაიმე ფორმით არ შეუქმნან საფრთხე ადგილობრივ საზოგადოებრივ წესრიგს და უსაფრთხოებას, ზოგადად ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას და ა.შ.

ამ მხრივ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და იმაზე ბევრად მეტს, ვიდრე თავად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. იქნება ეს საზღვრების დაცვა, თავშესაფრის მიმართულებით თანამშრომლობა, საზღვრებზე როდესაც უარი აქვთ მათი ჩვენი ხარჯებით დაბრუნება, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა და ა.შ 61 სახელმწიფოა ვინც სარგებლობს უვიზო მიმოსვლით ევროკავშირთან, თუკი ვინმე ამ 61 სახელმწიფოდან აკეთებს რამეს, ეს არის საქართველო.

ყველაფერი დანარჩენი ეს არის პოლიტიკური მანიპულაცია კიდევ ერთი ნარატივით რასაც ჩვენ ვისმწნთ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, რომ მაქსიმალურად დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება და ეს საკითხი – უვიზო მიმოსვლა გამოიყენონ მღელვარების წყაროდ.

საუკეთესო გათვლა ჰქონდათ მათ ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნების წინ, თუმცა კოვზი ჩაუვარდათ ნაცარში, რადგან ასე მარტივი არ არის ამ გადაწყვეტილების მიღება”,- განაცხადა მახაშვილმა.