“დღეს ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ახალი წესები, რაც დაახლოებით ორი წელია მუშავდებოდა. ამ ახალ წესებში არაფერი ისეთი არსებითად არ იცვლება. იცვლება მხოლოდ ის რომ გადაწყვეტილების მიღება, შედარებით მარტივდება, იმიტომ რომ აქამდე თუ სტატისტიკა ედო ქვეყანას წინ, ასე მარტივი ამ სტატისტიკის იგნორირება არ იყო, იმიტომ რომ ეს იყო კანონი ფაქტობრივად, ამ სტატისტიკას უნდა მიყოლოდნენ, მაგრამ დღეს შეიძლება სტატისტიკა ედოთ წინ, ხედავენ, რომ თავშესაფარის, საზღვრების მართვის, ყველაფერი შეიძლება სტატისტიკაში ჯდება, მაგრამ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებით, მაინც მიიღონ გადაწყვეტილება. ანუ ზედმეტად პოლიტიზება ხდება, მანამდე ტექნიკური, ობიექტური შეფასებების კრიტერიუმების”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან მახაშვილმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
“ამიტომ ასეთი სისტემა როდესაც არის, რა თქმა უნდა, ცდუნება ზოგიერთი ქვეყნისგან რომ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოიყენონ ეს საკითხი, რა თქმა უნდა იქნება.
ეს მცდელობა გაგრძელდება, არც დღეს დაწყებულა და არც ხვალ დასრულდება, მითუნეტეს როდესაც ასეთი უპასუხისმგებლო ოპოზიცია გვყავს.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები მაინც გააგრძელებენ ატალახებას რომ რამენაირად შეწყდეს, მაგრამ რაც მთავარია, როგორც შანტაჟის იარაღი, როგორც საგანი, ის რომ გამოიყენო შანტაჟირებისთვის, ამან თავისი არსი, თავისი ძალა უკვე დიდი ხანია დაკარგა.
ამიტომ ვეუბნებით მათ რომ არ მიიღონ ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება როგორც შეცდომა, რადგან ეს საქართველოს აღარ დააზარალებს ისე, როგორც თავად ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს. ამიტომ ნუ დაუშვებენ კიდევ ერთ გეოპოლიტიკურ შეცდომას, არაერთი დაუშვეს სამწუხაროდ გასული წლების განმავლობაში. რასაუც ვხედავთ არის ის, რომ ამ საკითხზე ზოგადად არის თანხმობა”,- აღნიშნა მახაშვილმა.


