“ამიტომ სუსტდება ევროკავშირი ყოველწლიურად კიარა, ყოველდღიურად, რომ არის ასეთ მდგომარეობაში. ყველაზე დიდი საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შედის გერმანიის მმართველი კოალიცია, ის პარტიებიც და სხვა სახელმწიფოს ლიბერალური პარტიებიც არის ასეთ მდგომარეობაში, რომ ასეთ რეზოლუციებს ამზადებენ და ჭერში აწყობენ, იმიტომ რომ ამ რეზოლუციას არაფერი არ მოყვება თან და როდესაც მერე საქმე მიდგება სამართალზე და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე, იქვე არის სტრასბურგის სასამართლო, სადაც სამართალი ჯერჯერობით მაინც დგება”,- განაცხადა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
“ასევე უნდა აღვნიშნო ისიც, რომ თვითონ ევროკავშირის შემფასებელი ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავის დაწერილზე, ისინი მაინც ობიექტურად აფასებენ, როგორც შეაფასეს მაგალითად ორი დღის წინ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი და წლიური ეკონომიკური წინსვლა 7,2 მეათედი პროცენტით, ხოლო უკრაინის და მოლდოვის 1,4 თუ 1,6 მეათედი პროცენტი აქვთ ეკონომიკური ზრდა. ეს შეფასებები, ისევე როგორც სამართალი, ობიექტურია. ობიექტურია არა იმიტომ რომ ისინი კარგები არიან და პარლამენტში ცუდი ადამიანები სხედან, უბრალოდ იმათ რომ ტყუილი დაწერონ, თავის ტყუილზე მერე პასუხს აგებენ.
ის პარლამენტარები, რომლებიც იქ სხედან სახელმწიფორბიდან არჩეულნი, რომლებიც ფაქტიურად არ არიან პასუხისმეგბელბი თავიანთ დამზადებულ რეზოლუციებზე, ამზადებენ ასეთ რეზოლუციებს.
საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე რომ საუბრობენ, პირდაპირი დემოკრატია ევროკავშირის ქვეყნებში და თვითონ ევროკავშირში მოშლილია აბსოლუტურად . მემგონი შვეიცარიის ერთ ორ კანტონშია დარჩენილი პირდაპირი დემოკრატია”,- განაცხადა გიორგობიანმა.


