“ამ ქმედებებში ამ მოზაიკიდან ჩვენ უნდა ამოვიღოთ ხოლმე ძირითადი ადგილები. მანდ მთავარი არის ის რომ, საფრანგეთის ელჩი ხვდება სახლში და არა საელჩოში და მთავარი არის კიდევ ის თუ ვის შეხვდა ის ამ ჟურნალისტებად წოდებული ადამიანების წინა შეხვედრაზე”,- განაცხადა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
“მე ძალიან დამაინტერესა იმ შეხვედრაზე რა უნდოდა გელა ბეჟუაშვილს. ეს გელა ბეჟუაშვილი თუ გახსოვთ, სააკაშვილს ახლდა თან პუტინთან აუდიენციის დროს.
როგორ გულთბილად მიესალმა პუტინი, როგორც თავის “იავკაზე” ( იავკა- საიდუმლო შეხვედრის ბინა უსაფრთზოების სამსახურებისთვის, სადაც საიდუმლოდ ხვდებიან თავიანთ აგენტირებს) რომ შეხვდებიან.
ძალიან დამაინტერესა ეს კაცი როდიდან იქცა უცებ “ენჯეოშნიკად”. ანუ საფრანგეთის ელჩი თავის სახლში “იავკაზე” ხვდება ვიღაც არასამთავრობო ორგანიზაციებს და პირველად ამ არასამთავრობო კრგანიზაციებს შორის გამოჩნდა ვაჟბატონი, რომელიც სააკაშვილთან ერთად სწავლობდა კიევის უშიშროების რაღაც სასწავლებელში და დიპლომატიური სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც მოსკოვის ფილიალი იყო კიევში და ჯგუფელები იყვნენ.
ჩვენ გვახსოვს უკრაინის უსაფრთზოების სამსახირის ყოფილი უფროსი, რომელმაც თქვა რომ სააკაშვილი იყო ჩვენს მიერ გადაბირებული აგენტი და ზოგიერთი ვინც ვარგოდა წავიდა დიპლომატიურ სამსახურში და გააკეთა აგენტურული კარიერა ან ლეგალური რეზიდენტი იყო ან არალეგალური რეზიდენტი, მაგათ ენაზე ეს კარიერის მაღალი მწვერვალია.
ვინც არ ვარგოდა ისინი წავიდნენ პოლიტიკაში. ერთ- ერთი მათ შორის ვინც არ ვარგოდა, მან თქვა რომ მათი აგენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.
აქვე იყო ეს ბეჟუაშვილიც. როდესაც სააკაშვილმა საქართველოში დასავლური, ლიბერალური ინტერნაციონალის მეშვეობით ხელში ჩაიგდო ხელისუფლება, მან მოიყვანა თავისი პოლიტიკური პარტნიორი ბეჟუაშვილი და ჰყავდა სხვადასხვა თქნამდებობებზე, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრად.
პუტინთან ერთ- ერთი აუდიენციის დროს წარადგინა ის, თუმცა იქ ისეთი დამოკიდებულება იყო მას და პუტინს შორის რომ, რათ მინდა ეს შენი წარდგენა ჩვენ ერთმაეთს ვიცნობთო”,- განაცხადა გიორგობიანმა.


