“ანუ აქ მოქმედებს საქართველოს წინააღმდეგ ძალიან კარგად ორგანიზებული და ორკესტრირებული შეტევა არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაზე, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ”,- განაცხადა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
“ამ შეტევას როგორც ჩანს გერმანიის ოდიოზური ელჩი ვერ გაუძღვა ისე როგორც საჭიროა და საქმეში ჩაერთო ევროპაში ერთ- ერთი ჯერ კიდევ სუვერენიტეტის მქონე ქვეყნის – საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით ელჩი. ამ საელჩოს სხვა თანამშრომლებიც არ იქნებიან გულხელდაკრეფილები.
საფრანგეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტმაც გამოთქვა ორი წლის წინ გარკვეული პრეტენზიები და თქვა, რომ აი, აქ ამ ნაბიჯებში ძალიან დიდად ჩანს მაკრონის ყურებიო.
ახლაც ჩვენ ვხედავთ ვიღაცების ყურებს და საქართველოში დესტაბილიზაციის მცდელობაში, არამხოლოდ ყურებს ვხედავთ, არამედ ვხედავთ შემოსულ ფინანსებსაც.
მარტა კოსის განცხადებას ნახავდით, სადაც მან თქვა რომ ჩვენ ვცდილობთ საქართველოში მივაწოდოთ თანხები ისე რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხოს მათი კონტროლი. ეს არის პირდაპირ გამოცხადებული ომი”,- განაცხადა გიორგობიანმა.


