ბიძინა გიორგობიანი: “ჩვენ ევროკავშირის მტრები კი არ ვართ, ჩვენ ვიგერიებთ ევროკავშირის ბიუროკრატიულ შემოტევებს და არამეგობრულ დამოკდებულებას. ჩვენი პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მულტივექტორული. არ უნდა ვთქვათ უარი არავისთან ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე”

“ჩვენ ევროკავშირის მტრები კი არ ვართ, ჩვენ ვიგერიებთ ევროკავშირის ბიუროკრატიულ შემოტევებს და არამეგობრულ დამოკდებულებას საქართველოსთან და ვამბობთ რომ ჩვენი ორიენტაცია უნდა იყოს არამხოლოდ ევროპისაკენ და ჩრდილო ატლანტიკური რაღაც ერთგულების და ჩედილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის, იმიტომ რომ ეს არარეალურია”,- განაცხადა “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” დამფუძნებელმა ბიძინა გიორგობიანმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.

“თავიდანვე იყოს ეს განსაზღვრული იმისთვის რომ საქართველოს წინააღმდეგ ეს ჰქონოდათ როგორც გარკვეული იარაღი. ეს სტატუსი, რომლითაც მანიპულაციას გააკეთებდნენ საქართველოს ხელისუფლების. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი უნდა იყოს მულტივექტორული. არ უნდა ვთქვათ უარი არავისთან ურთიერთობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე.

ჩვენ სტრატეგიული ოარტნიორობიდან თავისი ინიციატივით ამოგვთიშა აშშ- მ ერთი წლის წინ და თავისი ინიციატივით ებრძვის საქართველოს ბრიუსელის ბიუროკრატია. სამაგიეროდ ჩვენ გვყავს ახალი სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც თავის ინიციატივით თანამშრომლობენ საქართველოსთან ეკონომიკურად და აქედან არის რომ 7 პროცენტზე ზევით გვაქვს ეკონომიკური ზრდა და გერმანიას აქვს ორი წელი ნულს ქვემოთ ეკონომიკა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვინმეს კიარ ვედრებით?! სუსტი ევროპა საქართველოს ინტერესებში არ შედიოდა არასდროს და არც ახლა შედის, მაგრამ ამ გზაზე დგანან ისინი. თვითონ მიდიან აქეთკენ და ჩვენ აქ უძლური ვართ რომ რაიმე გავაკეთოთ, იმიტომ რომ ფაქტობრივად დგამენ ისეთ ნაბიჯებს, როგორსაც ვხედავთ”,- განაცხადა გიორგობიანმა.