ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “ევროპული საქართველოს” გენერალური მდივნის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას ეხმაურება.

„გარე აქტორის, ევროკომისარ მარტა კოსის გუშინდელ აღიარებას, რომ ყველა, მათ შორის, შემოვლითი გზებით, შეეცდებიან, მათი აქაური რეზიდენტურა ფულით მოამარაგონ, მოჰყვა უკვე ადგილობრივი აქტორის აღიარება, რომელიც ოპოზიციის მთავარ მისიას ხედავს, არა ხალხთან, არამედ გარე ძალებთან მუშაობაში, ანუ დასმენებში, დეზინფორმაციის გაგზავნაში და ა.შ., რასაც უნდა მოჰყვეს სხვადასხვა სასჯელი ქვეყნისთვის, რომ ამით ოპოზიციას ეშველოს, როგორც თავად მიიჩნევენ.

შესაბამისად, ასეთი ძალებისგან ქვეყნის პოლიტიკური ველის გაწმენდა უკვე ბუნებრივი მოთხოვნა და საჭიროება ხდება, და “ქართულმა ოცნებამ” საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ეს ბუნებრივად მოხდება, ოღონდ, ცოტა დროში გაიწელება. ახლა კი ხდება, უბრალოდ, ამ პროცესის ცოტა დაჩქარება, შექმნილი აუცილებლობიდან გამომდინარე. მით უმეტეს, რომ აგენტურამ, ფაქტობრივად, თვითლუსტრაცია გამოაცხადა“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.