ექსპერტი ნინო ფოჩხუა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელის – ალკის ვრიენიოს დრაკინოსის განცხადებას ეხმაურება, რომელიც აცხადებს, რომ წელს საქართველოს კერძო სექტორში 300 მლნ ევროზე მეტის ინვესტირებას გეგმავს.

„დაიძრა ყინული, ინვესტიციები სულ უფრო და უფრო მატულობს და იზრდება.
ამჯერად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 300 მილიონი ევრო განკუთვნილი იქნება კერძო სექტორისთვის. მზარდი ინვესტიცია კი განპირობებულია ქვეყანაში სტაბილური გარემოთი და, რაც მთავარია, დღევანდელი ხელისუფლების სწორი პოლიტიკით“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.