“კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა არის საუკეთესო პოზიციაზე – 24-ე ადგილზე მსოფლიოში, მე-13 – ადგილზე ევროპაში და უსწრებს ევროკავშირის, ნატო-სა და მრავალ განვითარებულ ქვეყანას”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუამ.

“კოორდინირებული მმართველობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ქვეყანა განვითარდეს ინკლუზიურად და, მდგრადი განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, განვითარება ასახული იყოს მოსახლეობის კეთილდღეობაზე“, – აღნიშნა დუნდუამ.