“საქსტატმა გამოაქვეყნა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები და იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7.6 %, შესაბამისად, ჩვენ, ძალიან მაღალი ალბათობით, წლის ბოლოსთვის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზს – 7.2 %-ს გადაჭარბებით შევასრულებთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

„შეგახენებთ, რომ სავალუტო ფონდმა გაზარდა თავისი პირველადი პროგნოზი – 7.2 %-მდე დააკორექტირა, თუმცა, როგორც ჩანს, წლის ბოლოსთვის გვექნება უფრო მაღალი მაჩვენებელი. ამასთან, ამ წლის ბოლოს, ისტორიაში პირველად, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი, სქართველოს ეკონომიკა გადასცდება 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ასევე პირველად ისტრორიაში, გადასცდება 10 000 დოლარს. მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, პირველად გადასცდება 30 000 დოლარს, როცა სულ რაღაც 8 წლის წინ, ეს მაჩვენებელი 10 000 დოლარი იყო. ეკონომიკურად, ყველა მიმართულებით,.ქვეყანა სწორად ვითარდება. შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ზრდის ტენდენციები არ შეჩერდეს და ეკონომიკური წინსვლის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა პრემიერმა.