“ღიმილისმომგვრელი თემაა, კრიატიულობის საზღვარი არ უჩანს მათ ამ ქმედებებს. რაღა მოიგონონ აღარ იციან და სად მივიდნენ. რა აბსურდის თეატრის მორიგი ეპიზოდია. ნორმალურ ადამიანს როგორი განცდა უნდა გაუჩნდეს, როდესაც ამ განცხადებას კითხულობ და ისმენ?!

როდესაც ამხელა უზარმაზარი მაუწყებლობის კორპორაცია, რომელსაც ჰყავს ათასობით თანამშრომელი მსოფლიოში და ძალიან ბევრ ქვეყანაში აშუქებს ამ მოვლენებს და მას ერთგვარი ნდობა ჰქონდა ერთ დროს, ახლა ამ რადიკალებთან და ექსტრემისტებთან აფილირებული ადამიანის ჭორაობაზე და ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეჰყავს მთელი მსოფლიო შეცდომაში”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.

“მაგრამ ეს მხოლოდ შეცდომაში შეყვანა არ არის, ეს არის დანაშაულის ჩადენა. ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. ეს არის ჰიბრიდული ომის წიაღში შექმნილი ტაქტიკური ნაბიჯი.

მთელი ანატომია რომ წარმოვიდგინოთ ამ ყველაფრის, რაც მიემართებოდა ქართული სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ, საუბარი მაქვს იმ რამდენიმე რევოლუციურ სცენარზე, რომელიც ჩაუფლავდათ და ვერ განხორციელდა.

იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და მათ ვეღარ შემოასაღეს ასე ვთქვათ ქართველ ხალხს თავიანთი სატყუარები, რომელიც ადრე უფრო კარგად ეყიდებოდა და რეალიზდებოდა, რადგან ქართველი საზოგადოება გაცილებით მომზადებული და მომწიფებული აღმოჩნდა იმისთვის რომ სუვერენიტეტი დაეცვა და გამკლავებოდა გარე ძალებს. ამაზე მოუწევთ პასუხის გაცემა.

ეს მიწოდებული იმფორმაციები რაც მიეწოდა BBC-ის, რომელზწც აეგო მთელი ეს ყალბი ნარატივი, უნდა გაეცეს ამას პასუხი. კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებიც არიან ქართული სახელმწიფოს მტრები”,- განაცხადა სოსიაშვილმა.