“ესენი არ არიან შემთხვევით მოჭორავე ელემენტები. მათ განგებ მიაწოდეს ეს ინფორმაცია უზარმაზარი მაუწყებლობის კორპორაციას, იმისათვის, რომ მსოფლიოში დაეხატათ აპოკალიპტური სურათი, რომ აი, საქართველოში თურმე რას სჩადის ჩვენი ხელისიფლება, რომელიც სინამდვილეში ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზეა ორიენტირებული და თითოეული ქართველის სიცოცხლე ჩვენთვის არის ყველაზე და ყველაფერზე მაღლა მდგომი”,—განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.
“გახსოვთ როგორ გაშალეს ეს ბრძოლა რამდენიმე ფლანგზე, რამდენიმე ფრონტზე და დაწყებული ამ თავიანთი აგენტურის დაფინანსებით, ამ რევოლუციური სცენარის სამზადისით. უზარმაზარი თანხები იყო დახარჯული.
ურთიერთობა არსებობდა ნორმალური ვიზალიბერალიზაციით დაწყებული, ასოცირების ხელშეკრულება, კანდიდატის სტატუსი და იმ მოცემულობაში ჩვენ ვიყავით პროევროპული ხელისუფლება, ვინც ნაბიჯ- ნაბიჯ ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ უზარმაზარი შედეგები დადო ევროინტეგრაციის გზაზე და უცბად როდესაც ომის თემები წამოიწია წინა პლანზე და სამხრეთ კავკასიაში ანთებულიყო დიდი ცეცხლი და რუსეთს, უზარმაზარ მონსტრს უნდა გადმოეტყორცნა თავისი ძალები, ასეთი გეგმა იყო ჩაფიქრებული, ჩვენი ხელისუფლება არ აღმოჩნდა აი, ამ ვერაგულ გეგმაზე ხელისმომწერი, ომში ჩამთრევი და შესაბამისად დაიწყო გლობალური ომის პარტიის მხრიდან ქმედებების გაშლა.
მათ გამოიყენეს საქართველოში წლების განმავლობაში ნაკვები ენჯეოების წარმომადგენლები, თავიანთი აგენტურული ძალები, რომლებსაც მილიონებს ურიცხავდნენ და არაფრად მიაჩნდათ საკუთარი სამშობლოს გაყიდვა და გადაჩეხვა უფსკრულში ოღონდაც ეს ფული აეღოთ”,- განაცხადა სოსიაშვილმა.


