“ერთმანეთთან დგომის უნარიც კი არ გააჩნიათ. როგორც კი დაინახა ამ ყალბი იმფორმაციის მიმწოდებელმა ვინმე ჩახუნაშვილმა, მაშინვე უარყო თავისი ამბავი.

მე არ ვიცი და ლიტერატურაც არ მაქვს წაკითხული და კარგად ვერ ვერკვევიო. ადამიანი, რომელიც დილეტანტის დონეზეც ვერ ერკვევა ამ მიმართულებით, მის ყალბ ინფორმაციაზე BBC აგებს სტატიას და საქართველოს ხელისუფლებას დანაშაულში სდებს ბრალს”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.

“ამაზე მოუწევს პასუხის გაცემა ამ კორპორაციას. ეს პირველი შემთხვევა არ არის. გახსოვთ პრეზიდენტ ტრამპზე ცილისწამებლური კამპანია, ფაბრიკაციები. ასე რომ მე ეს არ გამიკვირდა, რადგან ეს არის ერთი დიდი სცენარის შემადგენელი ნაწილი და ჰიბრიდული ომის ტაქტიკური ნაბიჯი.

ხვალ შეიძლება სხვა სიგიჟე გამოიტანონ. შეიძლება დაგვაბრალონ დროის აჩქარება.

ევროპის  სახელმწიფოში რომ

მსგავსი რაღაცა მომხდარიყო და BBC-ის გაეკეთებინა ასეთი სტატია რომელიმე ევროპულ ქვაყანაზე თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ იქ რა იქნებოდა?!

პირდაპირ იმ ადამიანებზე ნადირობას დაიწყებდნნენ ვინც არიან ინფორმაციის მიმწოდებლები და ჩვენ იმის უფლება ხომ გვაქვს, რომ ამ ადამიანებს პასუხი მოვთხოვოთ. საიდან მოიტანეს ეს ინფორმაცია, როგორ გაგზავნეს”,- განაცხადა სოსიაშვილმა.