“ჩვენ ყველა ჯერზე დავამტკიცეთ რომ სუვერენული, შემდგარი სახელმწიფო ვართ და ისე იქცევა როგორც ახლა ჩვენ ვხედავთ. სხვანაირად სახელმწიფოდ ვერ გადაიქცევი”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა”.

“ჩვენ თუ ყველაფერი წავიყრუეთ, ყველაფერზე რა მოხდა, რა მოხდას პრინციპით ვუყურეთ, რომ თურმე პოლიციელზე მოლოტოვის კოქტეილის სროლა რა მოხდა, ბავშვი დაარქვეს – ბავშვი ციხეში ხომ არ წავიდოდაო. ბავშვი თუა და პოლიციის მანქანის დაწვის უნარი თუ გააჩნია, რა ბავშვზეა საუბარი?!

ასაკოვანი ექიმი პრეზიდენტის სასახლეში არ გადახტება და შტურმს არ მიიტანს. ჯერ პროფესიას უნდა სცეს პატივი და მერე თავის ასაკს. რომელი მანდილოსნის ჯდომა გაუხარდება ციხეში ადამიანს, მაგრამ როცა ადამიანი პოლიციელს ხელს გაარტყამს, სახელმწიფოსთვის ხელის გაწვნაა ეს. სახელმწიფოზე ხელის აღმართვაა.

ხედავთ ხომ რამდენი პრემია, ორდენები გადასცეს და ბოლოს სახაროვის პრემია გადასცეს. წარმოდგენაც არ აქვთ ვინ იყო სახაროვი და რა განცხადებები აქვს გაკეთებული ჩვენზე და როგორ უყურებდა საქართველოს არსებობას კავკასიაში. ერთ დიდ აბსურდამდე მივიდნენ.

ჩვენთვის რა არის ყველაზე მთავარი და წყალგამყოფი – უსამართლობა. ქართველი ადამიანის ლტოლვა ევროპაში  რატომ იყო ასეთი ბუნებრივი და ისტორიულად რატომ გვქონდა გეზი აღებული ევროპისკენ, რომ გვეიმედებოდნენ, რომ დაგვიცავდნენ ისინი, სამართლიანობას ვიპოვიდით, ქრისტიანული ფასეულობების წიაღში გვინდოდა ჩვენი წვლილი შეგვეტანა და ჰუმანურ სამყაროდ გვესახებოდა ეს ყველაფერი.

დღეს რა მივიღეთ? კორუფციაში გახვეული ჩინოვნიკები.

ჩვენ ევროკავშირში გვინდა, მაგრამ რაღაცა ხომ უნდა დაგვახვედრონ?! ის რაღაცაც რომ არ არსებობს რა უნდა დაგვახვედრონ?! ეს ბიუროკრატები კორუფციაში გახვეულები არიან, ყოვესლდღე ჭკუას გვარიგებენ, დემოკრატიას გვასწავლიან და თავიანთი წესების დამკვიდრება უნდათ და თავიანთი თავისთვის ვერ მიუხედიათ”,- განაცხადა სოსიაშვილმა.