“იყვნენ ასეთი – მულიდები- ასასინები, რომლებიც ტერორისტულ აქტებს ჩადიოდნენ და იყვნენ მართული ადამიანები, რომელთა შეეძლოთ რომ ნებისმიერი საქმისთვის ხელი მოეწერათ.
ეს ადამიანები გადაიქცნენ გარეპატრონების ხელში – მულიდებად”,- განაცხადა სააპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა.
“პრეზიდენტის სასახლეზე რომ გააკეთეს შტურმი, გადახტნენ და გადაანგრიეს ის ყველაფერი და დაცვის ბიჭებს ცემა ტყეპა აუტეხეს, ეს იყო პირდაპირ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.
ამისი გაგრძელებაა ელისაშვილის შეჭრა სასამართლოს შენობაში, ბენზინის შეტანა და გადაწვის მცდელობა. ჩვეულებრივი სახე გამოაჩინეს. წვეყანაში სადაც იმ გარეძალებმა ვერ დაიმორჩილეს ხწლოსიფლება, მოიმდომეა ქვეყნის გადაწვა აი, ამ მულიდების, პერსონების მიერ. ეს ვიხილეთ.
ადამიანმა რაც ვერ გააკეთა დღისით, მზისით, ღამე მივიდა, ზურგჩანთა აიკიდა, შევარდა ნიღბით და მოინდომა სასამართლოს გადაწვა. თუ გახსოვთ ამაზე ან დამგმობი განცხადებები გაკეთებინოს რონელიმე ევროპელ მაღალჩინოსანს ვინც ჩვენა კრიტიკაში და ბულინგში იყო დღე და ღამე. ევროპის რომელიმე ქალაქში, რომ მსგავსი რამ მომხდარიყო, სასამართლოში შეჭრილიყო ღამე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რადიკალი ოპოზიციონერი და ასეთი რაღაც გაეკეთებინა, ხომ წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი?! ხმას არქვინ იღებს და გასუსულები არიან თითქოს გუშინ ისინი არ აფინანსებსნენ ამ ადამიანს და მისნაირებს.
თვითნებურად კიარ გააკეთა, ეჭვიც არ მეპარება რომ ეს იყო ერთგვარი დავალება”,- განაცხადა სოსიაშვილმა.


