“მოგეხსენებათ, დარგის სპეციალისტმა უნდა შეაფასოს კონკრეტული პაციენტი, კონკრეტულ ადგილზე, თავისი ჩივილების გათვალისწინებით და, თუ ამის შესახებ რაიმე სპეციფიკური ან არასპეციფიკური ლაბორატორიული კვლევები არსებობს, ამის საფუძველზე უნდა გამოვიდეს დასკვნა”, – განაცხადა ტოქსიკოლოგმა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტოქსიკოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელმა ეკა ქურდაძემ.
“ასე ზოგადად, რომელ ნივთიერებას რისი გამოწვევა შეუძლია, შეიძლება, ბევრ თემაზე ვისაუბროთ, მაგრამ, კონკრეტულად რა ნივთიერებასთან გვქონდა საქმე, ასე მარტივი სადიაგნოსტიკო ნამდვილად არ არის. შესაბამისად, ამ კუთხით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს იქიდან გამომდინარე, რომ არც ერთი პაციენტი კონკრეტულად არ მინახავს არც მე და, ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ არცერთ ჩვენგანს, ტოქსიკოლოგს, მსგავსი დიაგნოზი არცერთ შემთხვევაზე არ გამოუტანია”, – განაცხადა ეკა ქურდაძემ.


