„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, BBC-ის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

“ამიტომ, როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ, მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა BBC-მ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.