ეროვნულ სასახლეში გურული სიმღერების შემსრულებლისა და ლოტბარის, ტრისტან სიხარულიძის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.
“გამოცემა „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ ეფუძნება ანზორ ერქომაიშვილის წიგნს – „გური და ტრისტან სიხარულიძეები“ (2017), რომელსაც თან ერთვის ტრისტან სიხარულიძის მიერ შესრულებული ახლად ჩაწერილი აუდიონიმუშები.
პროექტი საქველმოქმედო ფონდმა „ქართულმა გალობამ“ გალობის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განახორციელა.
ღონისძიებას კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო”, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


