პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი გაეროს პროგნოზს ეხმიანება, რომლის თანახმადაც  საქართველო ამიერკავკასიაში 2026 წელს  ლიდერი ქვეყანა იქნება.

 

 “გაეროს  პროგნოზი და არსებული კვლევები აჩვენებს, კიდევ ერთხელ ადასტურებს როგორი სწორი გეზი უჭირავს  ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას, ქვეყნის განვითარების, ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით და ეს შედეგები სახეზეა.

მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო გახდა ამიერკავკასიაში ლიდერი სახელმწიფო, მისაბაძი სახელმწიფო ყველასთვის, თუ როგორ  უნდა განავითაროს ხელისუფლებამ სწორი გეზით ქვეყნის მომავალი და როგორ უნდა იქნეს შემდეგ აგებული ამ ყველაფერზე ეკონომიკა.

ეს არის ამის დამადასტურებელი“,- განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.