„აშშ-ის ბოლო გადაწყვეტილება – საქართველოსთვის ვენეციის კომისიის„იურიდიული ქოლგის“ დასასრულს ნიშნავს. განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაციისპირობებში, ეს ორგანიზაცია საქართველოსთვისაღარ წარმოადგენდა დაცვის ინსტრუმენტს,“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ტრამპის გადაწყვეტიებას აფასებს, რომლის თანახმად, შტატები წყვეტს თანამშრომლობას ვენეციის კომისიასთან.

 

 “აშშ-ის ადმინისტრაციის ბოლოგადაწყვეტილებები და რიტორიკა NATO-ს, გაეროს და ვენეციის კომისიის მიმართსაქართველოსთვის არა აბსტრაქტულ, არამედპირდაპირ სტრატეგიულ მნიშვნელობას იძენს.

საუბარი არ არის მხოლოდ ტონალობისცვლილებაზე ან დროებით რყევებზე – ეს არის იმსაგარეო საყრდენი კონსტრუქციის რღვევა, რომელზეც საქართველო ბოლო ორი ათწლეულისგანმავლობაში აშენებდა თავის როგორცსაგარეო, ისე შიდა პოლიტიკურ ლოგიკას.

 

ათწლეულებია საქართველო დამოკიდებული იყოისეთ საგარეო აქტორებზე, რომლის არც წევრიგახლდათ (NATO, ევროკავშირი) და არც გაეროშიგადაწყვეტილებების ბლოკირების ან ვეტოსუფლების მქონე სუბიექტი. ამავდროულადკრიტიკულად იყო დამოკიდებული ისეთსაერთაშორისო ინსტიტუტებზე, რომლებიც: ლეგიტიმაციას ანიჭებდნენ რეფორმებს; ზღუდავდნენ გარე ზემოქმედებას; მოქმედებდნენ როგორც „გარე არბიტრი“ კრიზისებსა და კონფლიქტებში. აშშ-ის ახალიკურსი ცალსახად ნიშნავს ერთ რამეს – ესარბიტრები თამაშიდან გადიან.

 

აშშ-ის ბოლო გადაწყვეტილებასაქართველოსთვის ვენეციის კომისიის„იურიდიული ქოლგის“ დასასრულს ნიშნავს. განსაკუთრებით ბაიდენის ადმინისტრაციისპირობებში, ეს ორგანიზაცია საქართველოსთვისაღარ წარმოადგენდა დაცვის ინსტრუმენტს„არადემოკრატიულობის“ ბრალდებებისგან, შიდა რადიკალური სცენარებისგან, სახელმწიფოინსტიტუტების დელეგიტიმაციისმცდელობებისგან.

 

აშშ-ის ფაქტობრივი გასვლა ამ სტრუქტურიდანნიშნავს: კომისიის პოლიტიკური წონის მკვეთრშემცირებას, მისი სტატუსის, როგორც„უკანასკნელი ინსტანციის ჭეშმარიტების“ დაკარგვას და ამერიკული პოლიტიკური ზურგისგაქრობას. ასევე, ტრამპის მიერ NATO-სთვისგამოტანილი დიაგნოზი აუცილებლადგამოიწვევს საქართველოსთვის უსაფრთხოებისილუზიის დაშლას, როგორც წლებისგანმავლობაში ქვეყნის სტრატეგიის, რომელიცეფუძნებოდა იმის დაშვებას, რომ NATO-შიეტაპობრივი ინტეგრაცია (წევრობის გარეშე) მაინც ქმნიდა პოლიტიკურ და სამხედროშეკავების ზონას. ახალი რეალობა ამ ლოგიკასანგრევს. როდესაც NATO თავის საკრალურალიანსს ტრანზაქციულ კონტრაქტადგარდაქმნის, ალიანსის გარეთ მყოფიქვეყნისთვის შედეგი აშკარა იქნება: არარსებობს აღარანაირი „არაპირდაპირი დაცვა“, პარტნიორის სტატუსი კარგავს ფსიქოლოგიურ დაპოლიტიკურ წონას, პრიორიტეტი ენიჭებათ იმწევრებს, რომლებიც იხდიან, უზრუნველყოფენდა სარგებლიანები არიან.

 

საქართველოსთვის ეს ნიშნავს NATO-ს მისიებშიმონაწილეობის ღირებულების შემცირებას, მოთხოვნების ზრდას გარანტიების გარეშე დაუსაფრთხოების „ბუფერული ზონის“ გაქრობას. მარტივად რომ ითქვას: საქართველო საკუთარგეოგრაფიასთან პირისპირ მარტო რჩება. ჩვენთვის ასევე სუსტდება უკანასკნელიუნივერსალური ტრიბუნა – გაეროს სახით, რომელიც აქამდე იყო აფხაზეთისა დაცხინვალის რეგიონის საკითხებისსაერთაშორისო დღის წესრიგში შენარჩუნებისპლატფორმა; საერთაშორისო ხილვადობისმექანიზმი; მორალურ-სამართლებრივილეგიტიმაციის წყარო.

 

გაეროს დასუსტება აშშ-ის მხრიდან, მისისაკვანძო მექანიზმების დატოვების გამო, ნიშნავს: რეზოლუციების ეფექტიანობის დაცემას; „გაყინული კონფლიქტების“ მიმართ ყურადღებისშემცირებას, გაეროს გარდაქმნას დისკუსიურკლუბად რეალური ბერკეტების გარეშე.

 

საქართველოსთვის ეს განსაკუთრებითსაყურადღებოა, რადგან როდესაც უნივერსალურიპლატფორმები სუსტდება, იგებენ რეგიონულიდესტრუქციული ძალები. ამ ახალი რეალიებისპირობებში, საქართველომ უარი უნდა თქვასაქამდე არსებულ ყველანაირ ილუზიაზე; გაამყაროს სახელმწიფო ინსტიტუტები არასაგარეო ვალდებულებისა და ანგარიშებისთვის, არამედ საკუთარი სუვერენიტეტისმდგრადობისთვის. „სიმბოლოებისპოლიტიკიდან“ მან უნდა გადაინაცვლოს„გათვლის პოლიტიკაზე“ – უსაფრთხოებაში, ეკონომიკაში, და მინიმუმამდე დაიყვანოს შიდარადიკალიზაცია. აშშ-ის ბოლოდროინდელიპოლიტიკა არც ანტიევროპულია და არცანტიქართული.

 

ეს არის „ცივი შხაპი“, ნიშნად ეპოქისდასასრულისა, რომელშიც მცირესახელმწიფოებს შეეძლოთ ინსტიტუტებზედაყრდნობა, სადაც საერთაშორისო ნორმებიაბალანსებდნენ ძალის დეფიციტს, ხოლო გარეარბიტრები შიდა კრიზისებს ასუსტებდნენ.

 

საქართველოსთვის ეს ნიშნავს ერთადერთს -გარე საყრდენი სუსტდება, შეცდომების ფასიიზრდება, ხოლო სუვერენიტეტზეპასუხისმგებლობა აბსოლუტური ხდება. გარეარბიტრების გარეშე სამყაროში გადარჩებიან არაისინი, რომლებიც სწორ ფორმულირებებსა დაკონკრეტულ საკონსტიტუციო ჩანაწერებსფლობენ, არამედ ისინი, რომლებსაც გააჩნიათშიდა ბალანსი, სახელმწიფო დისციპლინა დაცივი, რეალისტური გათვლა  გუშინდელ, გაუფასურებულ და გაკოტრებულ გარეარბიტრებზე ყოველგვარი სწორების გარეშე,“ –  წერს დავით ქართველიშვილი.