„ამ ვითარებაში, როცა გადაიძაბა მდგომარეობა მსოფლიოში და როდესაც ეს ექსტრემისტული სცენარი არ ჩერდება საქართველოში, დიდი ალბათობით დასაშვებია, რომ ამ ნებგატიურ პროცესს აყვა ეკონომიკის დაზიანების კონკრეტული გეგმა, ლარის კურსის გეგმა და საზოგადოების უკმაყოფილების გამომწვევი მიზეზი. შესაძლოა ეს იყოს მიზანმიმართული გეგმა ფასებთან დაკავშირებით, მაგრამ რეალურად სამთავრობო კომისია ისე, საპარლამენტო კომისია იმაზე არ არის ორიენტირებული, რომ ვითარება დაძაბოს იმდენად, რომ ამან ანტაგონიზმი გამოიწვიოს და საბოლოოდ ამ ყველაფერმა ასახვა ჰპოვოს საზოგადოების ინტერესზე“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ გადაცემა „პოს ანალიტიკაში“.

„სამუშაო ადგილების თემა, უმუშევრობის თემა, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა, სოციალური პაკეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, უსაფრთხოების თემები პრაქტიკულად გარანტირებული იქნა, ეს ის საკითხებია, რომელიც პირველ პლანზე იყო, როდესაც ჩვენ ვაანალიზებდით პრობლემებს და გამოწვევებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე იდგა, მაგრამ ახლა ფასების თემამ შეიძლება სხვა საფრთხეების მეტნაკლებად შემცირების ფონზე გადაინაცვლა პირველ ადგილზე და რა საკვირველია, ეს პრობლემა ახალი არ არის, მაგრამ სიმწვავე, რაც ბოლო პერიოდში ამ თემამ შეიძინა ნამდვილად მოითხოვს საგანგებო ყურადღებას და სერიოზული ზომების გატარებას.

ანტაგონიზმი აქ არაფერს არ მოგვცემს რა პოზიციაც არ უნდა მქონდეს მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ვიფიქრო, რომ ადამიანები ვინც ამაში არიან ჩართულები ქსელების შემომტანები, ყველაზე არ ვამბობ, შესაძლოა დაინტერესებულიც იყვნენ იმაში, რომ ეს პროცესი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდეს, პარალელურად იმ პროცესისა, რასაც ჩვენ ქუჩებში ვხედავთ. ნებიმიერ შემთხვევაში საჭიროა საუბარი. ვინაიდან, გადაძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს გაცილებოით უფრო ცუდი შედეგი. აქედან გამომდინარე, ჩვენ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობასთან ერთად იმ ბიზნესისა, რომლებიც ამ პროცესებშია ჩართული იმედი გვაქვს, რომ არგუმენტირებული პოზიცია მთავრობის იქნება თუ საპარლამენტო კომისიის, გახდება საფუძველი იმისათვის, რათა საბოლოო დასკვნებამდე ანუ აპრილის ბოლომდე გარკვეული პროცესები იქნეს ამ განხილვა/მოლაპარაკებაში.

მოლაპარალებების წინ მუშტების ქნევა არ არის სწორი. შეიძლება გამოვთქვათ პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ ისევე, როგორც სავაჭრო ქსელების შემომტანების მხრიდან მოვისმინეთ გარკვეული პრეტენზიები, მაგრამ ეს პრეტენზიები აუცილებლად უნდა დაიდოს მოლაპარაკკების მაგიდასთან და არაოფიციალურად ამ შეხვედრებს, კომისიის სხდომებს გარკვეულწილად მოლაპარაკებებიც შეიძლება ეწოდოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.