„ნებისმიერ შემთხვევაში, როცა შენ პრაგმატულად და ცივსისხლიანი ანალიზის საფუძველზე აკეთებ დასკვნებს, თუ რა შეიძლება მომხდარიყო მოლაპარაკებები რომ გაგრძელებული, ბორის ჯონსონი რომ არ ჩასულიყო კიევში, რაც თავად არახამიას რომ არ ეთქვა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და ეს მოლაპარაკებები შეგვაწყვეტინეს. მარტო ჩვენ რომ ვილაპარაკოთ ეს კიდევ ერთი პროპაგანდისტული მიმდინარეობის საფუძველი გახდება, რომ აი, თქვენ არ გამოხატავთ გარკვეულ პოზიციას“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ გადაცემა „პოს ანალიტიკაში“.
„საქართველომ არ დაუჯერა მოწოდებებს და არა მარტო მოწოდებებს, ზეწოლას არ აყვა, რომ ეკონომიკურ და სამხედრო დაპირისპირებაში შესულიყო რუსეთის ფედერაციასთან და ეს იქნა შეფასებული, როგორც პრორუსული პოლიტიკა და ყველას დაავიწყდა ის საკმაოდ ხისტი და მკაცრი რეზოლუციები ეუთოს თუ გაეროს ფორმატში, თუ სხვადასხვა ფორმატებში, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა უკრაინის სასარგებლოდ. მიუხედავად ამისა, საქართველო დარჩა ასეთი შეტევის ობიექტად. აქ ისმის მთავარი შეკითხვა: თუ ჩვენ ეს გავაკეთეთ, თუ ჩვენ მყარი პოზიცია გვეკავა და ეს არ გულისხმობს სამხედრო დაპირისპირებას, არის თუ არა ეს საკმარისი იმისათვის, რომ საქართველოს მიმართ ლოიალური თუ არა ნეიტრალური პოზიცია მაინც ყოფილიყო გამოვლენილი? დაფინანსებულებს ჰგონიათ, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს თუკი არ განგრევს რუსეთი და იმ კალაშნიკოს არ ისვრიან, რომელიც შენ საფეთქელზე გადევს ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც მოლაპარაკება არსებობს. ეს რეალობას არ შეესაბამება, ეს ასე გულუბრყვილოდ არ ხდება, მაგრამ დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სწორედაც, რომ მისცეს როლი უბედური საზარბაზნე ხორცის და შენ რომ ამას ეწინააღმდეგები ორი მთავარი ბერკეტი იყო, რომელსაც შენს წინააღმდეგ იყენებდნენ. პირველი არის, რომ იყო ბრალდება, რომ შენი პოლიტიკა რუსულ ორბიტაზე გადავიდა და მეორე, რომ გააყალბე არჩევნები. ამას კიდევ თავის ქვეთავები აქვს. გამოდის, რომ საქართველო გაწირეს ისევე, როგორც 2008 წელში, როდესაც ამ აქტიურ სამშვიდობო პროცესებში ჩარევით რუსეთისთვის გარკვეული პრობლემების შექმნის იდეით, გარკვეულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა უზრუნველყო ის, რომ სამშვიდობო პროცესი გაჩერდა და ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ახლა ხო მაინც დაეჯერება ამ ანალიზს. პროპაგანდის ინტენსიობა, რომ ასე არ მომხდარა და ეს მხოლოდ იმით იყო განპირობებული, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, რომ აუცილებლად უნდა შემოჭრილიყო როგორც აგრესორი, რა საკვირველია გადაწყვიტა შემხედვარე იმ რეალობისა, რაც იყო და ამის წინაპირობა სააკაშვილმა შექმნა. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული ბრალდება, რომელსაც ჩვენ ვუყენებთ „ნაცმოძრაობას“ თუ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. თუკი დღევანდელ ვითარებას შევაფასებთ ზუსტი არ არის 2008 წელთან, მაგრამ ფაქტია, რომ იმ პერიოდშიც აშშ-ში არჩეული არ იქნა ის ვისაც შესაძლოა ელოდებოდნენ, არჩეული იქნა პრეზიდენტი, რომელმაც გადაწყვიტა რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის გატარება.
დღესაც ვხედავთ ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები გვიტევენ, თუნდაც გერმანიის ელჩი სწორედ ექსტრემიზმის განვითარებას უჭერს მხარს და ამ დროს კანცლერი აცხადებს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესის განვითარება არის აუცილებელი. უკვე ალაპარაკდნენ იმასთან დაკავშირებით, მათ შორის ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი გამოვიდა და თქვა, რომ უნდა დაინიშნოს სპეციალური მომლაპარაკებელი ამ თემაზე და უკვე დაესვა ამ ყველაფერს წერტილი. ზუსტად ვიცით რამ განაპირობა სამშვიდობო პროცესის ჩაშლა მაშინ, რამ შეუწყო ხელი რუსეთის აგრესიას და დღევანდელ ოკუპაციას საქართველოს 20%-ის და დღეს ანალოგი თუ გვაინტერესებს, ამ სამი დღის განმავლობაში ყველაფერი გაცხადდა. აინტერესებს გარკვეული ქვეყნების ჯგუფს, რომ საქართველომ შექმნას ისეთი პრობლემა, რომელიც ევროპისაკენ მიმავალი აგრესიის ინტენსიობას შეამცირებს რუსეთთან. რომ არა აშშ-ის ადმინისტრაციის ახალი ხედვა და თუნდაც ის უსაფრთხოების კონცეფცია, რომელიც გამოაქვეყნა პრაქტიკულად ჩვენ დავრჩებოდით იმ მდგომარეობაში რაშიც ვიყავით. ვიგერიებდით ყველა მხრიდან გააფთრებულ შემოტევას.
პრაქტიკულად სწორი ნაბიჯები გადავდგით, რომ ქვეყანა გადარჩენილიყო და მიუხედაცად ამისა ჯერ კიდევ ახალი ამბებია მომხდარი, ჯერ კიდევ არის ჩვენს მიმართ აგრესიის მცდელობა ევროპის მხრიდან, რომელსაც უნდა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, მაგრამ უნდა გარკვეული უპირატესობის მოპოვებით, მაგრამ რა უპირატესობა მიიღო 2008-ში? რუსეთმა თავის თამაში დაგეგმა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონები დაიპყრო, მიიღეს ეს. სააკაშვილმა მიიღო ის, რომ წითელ ხალიჩაზე აღმოჩნდა და ტაშს უკრავს ყველა, როგორც რუსეთის მლანძღაცს და მაგინებელს, თუმცა ხელი მოაწერა იმას, რომ საქართველოს ბრალია და ქართველი სამხედროების ბრალია ეს ყველაფერი, თავის სასახლეში მოთავსდა მართვის ისეთი სისტემა ჩამოაყალიბა, რომელსაც დემოკრატიულ სამყაროში ანალოგი არ ჰყოლია და იყო სადისტური! წააგო საქართველომ და ამ წაგებული საქართველოს ნელ-ნელა გაცოცხლება და წელში გამართვა დაიწყო 2012 წლიდან. 2014 წლიდან კი დაიწყო ინტენსიური შეტევა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ დღევანდელ დღემდე მოვედით ამ მონაცემით, რასაც ქვია სტაბილურობის შენარჩუნება“, – განაცხადა ვოლსკიმ.


