პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებას, რომ ევროპა სწორი მიმართულებით არ მიდის, გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ეს შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს ადასტურებს.
მისი თქმით, ევრობიუროკრატიის მხრიდან ადგილი აქვს დემოკრატიული საწყისების, კანონის უზენაესობის, სამართლის უზენაესობისა და ქრისტიანული საწყისებისთვის გვერდის ავლას და იმ ფსევდოკულტურის შემოტანას, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს არცერთ სუვერენულ ქვეყანასთან.
„ახლა გაბედონ და ტრამპს შეუბრუნონ სიტყვა და რაიმე განსხვავებული უთხრან. საინტერესოა, იგივე განცხადებებს გააკეთებენ თუ არა პრეზიდენტ ტრამპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ის არარჩეული ბიუროკრატები, რომლებიც თავს ესხმიან საქართველოს და ქართველ ხალხს“, – აცხადებს გორდულაძე.


