„ევროპელთა 3/4 უარყოფს უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას. თუმცა, ამის მიუხედავად, ბრიუსელი აგრძელებს ამ კურსს. მათ არ აინტერესებთ, რას ფიქრობს ხალხი მანამ, სანამ მხოლოდ რამდენიმე ევროპულ მთავრობას აქვს ძალა, წინ აღუდგეს ბრიუსელის ნებას“, – წერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „X-ზე“.

“უნგრეთი ერთ-ერთი გამონაკლისია. უნგრელების 95%-მა უარი თქვა უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებაზე, რადგან მათ სურთ, დაიცვან ჩვენი ფერმერები, ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება და მშვიდობა უნგრეთში.

ჩვენი პატრიოტული მთავრობა ზუსტად იმას აკეთებს, რისი მანდატიც ხალხმა მისცა. ჩვენ არ დავნებდებით, ზეწოლის მიუხედავად“, – წერს ორბანი.