პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის – ნინო დობორჯგინიძის პარტია „თავისუფლების მოედნის“ ღონისძიებაში მონაწილეობას ეხმაურება.

„განათლების სისტემაში მიმდინარეობს ძირეული რეფორმები და, რა თქმა უნდა, სავსებით ბუნებრივია აზრთა სხვადასხვაობა ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ, ჩვენ რასაც ვხედავთ, პროცესები აშკარად მიდის პოლიტიკური ნიშნით.

ეს არის ქალბატონი, რომელიც ცდილობს აკადემიური საზოგადოებისა და სტუდენტების ჩართვას იმ საკითხებთან დაკავშირებულ პოლიტიკურ პროცესებში, რომლებიც პირდაპირ ეხება საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს. მაგალითად, გვახსოვს მისი გამოსვლები გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც პირდაპირ ეხმიანება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.