საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად შალამბერიძე გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” 4 ოქტომბრის მოვლენებიდან 4 თვის თავზე ევრობიუროკრატების დუმილს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მოვლენებიდან 4 თვის თავზე პოზიციის არ დაფიქსირება, ნიშნავს, რომ ისინი ამართლებენ ძალადობას, რომელიც მიმართული იყო ხალხის მიერ არჩეული მთავრობის წინააღმდეგ.

“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მივმართავდით ევროკავშირის ელჩს, ევროკავშირს, რომ დაეფიქსირებინათ ძალიან მარტივი პოზიცია 4 ოქტომბერთან მიმართებით, რომ უნდა დაგმო ძალადობა, რომელიც მიმართულია ხალხის მიერ არჩეული მთავრობის წინააღმდეგ.

მაგრამ ვნახეთ, რომ 4 თვის განმავლობაში პირში წყალ ჩაგუბებულები არიან, ისე როგორც სხვა არაერთ შემთხვევებში და მათგან ვიღებთ ყოველთვის დუმილს.

დღევანდელ დღეს რომ ჩვენ კიდევ პასუხი ვერ მივიღეთ,  ეს ნიშნავს რომ მათ აქვთ პოზიცია, რომელიც ასევე ნიშნავს რომ ისინი ამართლებენ ძალადობას, რომელიც მიმართული იყო ხალხის მიერ არჩეული მთავრობის წინააღმდეგ.

სხვა დასკვნის გამოტანა არც ჩვენ და არც ქართველ ხალხს არ შეუძლია. თუ რაიმე საწინააღმდეგო მათ აქვთ, კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ რომ მოვისმინოთ მათი განცხადებები”,- განაცხადა შალამბერიძემ.