ზვიად შალამბერიძე: “წარმოდგენაც არ მინდა ისეთი ძალადობრივი მიტინგები რომ ყოფილიყო, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ, წინა ხელისუფლრბის მმართველობის პერიოდში, რამხელა მსხვერპლით დამთავრდებოდა მაშინდელი მიტინგები”
“წარმოდგენაც არ მინდა ისეთი ძალადობრივი მიტინგები რომ ყოფილიყო, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვნახეთ, წინა ხელისუფლრბის მმართველობის პერიოდში, რამხელა მსხვერპლით დამთავრდებოდა მაშინდელი მიტინგები”,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას.
როგორც დეპუტატმა შარშან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას აღნიშნა, სწორედ შსს-ს ეფექტური მუშაობის შედეგია ის, რომ არცერთი შემთხვევა მსხვერპლით არ დასრულებულა.
“მაშინ იყო მართლა რასაც ქვია აბსოლუტურად მშვიდობიანი მიტინგები და ვნახეთ თუ როგორი ტიპის და როგორი დარბევა მოხდა თან არაერთხელ და ასევე ვნახეთ თუ როგორი ტიპის მიტინგები იყო შარშან.
რეალურად ვნახეთ რამდენად კარგად იმუშავა პოლიციამ, რომ არცერთი შემთხვევა მსხვერპლით არ დასრულებულა”,- აღნიშნა დეპუტატმა.


