საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად შალამბერიძე გადაცემაში “პოსტ ანალიტიკა” განათლების რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების საკითხს გამოეხმაურა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აღნიშნული რეფორმის შედეგად ყველა დავინახავთ, თუ რამდენად რეიტინგული გახდება მსოფლიოს მასშტაბით, გაერთიანებული უნივერსიტეტები და რომ
დღევანდელი ნაბიჯი ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება ყოფილა.
“დარწმუნებული ვარ, ის პროცესი რა პროცესსაც ცოტა ნეგატიურად ხატავენ გარკვეული ძალები და რომლებიც არასდროს შანსს არ უშვებენ, რომ ნებისმიერი თემით მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე მანიპულაცია და ნეგატიური ზემოქმედება, რა თქმა უნდა საგნობრივ დისკუსიაში ვერ შემოვლენ, იმიტო რომ ის მიზანი რაც არის, რაც განათლებას სჭირდება ამ შემთხვევაში ჩარევა და დახმარება, რომ უფრო მეტად განვითარდეს, ეს ერთ- ერთი სწორი გადადმული ნაბიჯია ამ მიმართულებით.
პირადად მე ამაში ნამდვილად ვერ ვხედავ რაიმე უცნაურს და ცუდს, იმიტომ რომ ის ნაბიჯები, რასაც განათლების სამინისტრო აპირებს რომ გადადგას, ამ უნივერსიტეტების რეიტინგის კიდევ უფრო ასაწევად, ამას ერთ თვეში და ორ თვეში ვერ დავინახავთ, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში კარგად დავინახავთ ყველაფერს, თუ რამდენად რეიტინგული გახდება მსოფლიოს მასშტაბით გაერთიაბებული უნივერსიტეტები.
ყველა ვნახავთ, რომ თურმე დღევანდელი ნაბიჯი ყოფილა ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება”,- განაცხადა შალამბერიძემ.


