პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა ლატვიისა და ესტონეთის ლიდერების ინიციატივას, დაიწყოს პირდაპირი დიალოგი რუსეთთან.
„რა თქმა უნდა, აუცილებელია, ომის მონაწილეებს შორის სწორედ დიალოგის გზით მოხდეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა და არ იყოს ეს დაკავშირებული საომარ მოქმედებებთან. თუმცა, ღიმილისმომგვრელია ევროპელების განცხადებები რუსეთთან დაკავშირებით – რომ ახლა გახდა რუსეთი ევროპული ქვეყანა და საჭიროა მასთან დიალოგი. ასევე, ღიმილისმომგვრელია ზოგიერთი ევროპელი მაღალჩინოსნის განცხადება, თითქოს მზად არიან, თავად იყვნენ წარგზავნილნი რუსეთთან დიალოგის დასაწყებად. უნებურად გვახსენდება, თუ როგორ ამუნათებდნენ საქართველოს მხოლოდ იმის გამო, რომ არ შევწყვიტეთ ორმხრივი ვაჭრობა რუსეთთან, ისევ და ისევ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.


