პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა ეკა სეფაშვილმა, მედიასთან საუბარში, ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშზე კომენტარი გააკეთა.

„ამ ანგარიშით დავრწმუნდით, რომ ეს ძალები ევროკომისიის ბიუროკრატიის საშუალებით აწესებენ ცენზურას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის კონსერვატიული შეხედულებები, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა და, ასევე, არჩევნებში უხეშად ჩარევა – იმ ძალების სასარგებლოდ, რომლებიც მათთვის არის მისაღები”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.