“რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება”, – ასე ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართულ დებატებს.

„იმიტომ“ გახდა რადიკალების არგუმენტების ერთგვარი სიმბოლო, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანი გამჭვირვალობის ქართული კანონის მიღებისას ვეტოს მოტივებს ასაბუთებდა. კონკრეტულ კითხვებზე, თუ რატომ იყო ესა თუ ის მუხლი მიუღებელი, პასუხი იყო „იმიტომ“.

რადიკალები უპირისპირდებიან ხელისუფლების ნებისმიერ ინიციატივას, აბსოლუტურად უარგუმენტოდ, ცდილობენ აღქმების შექმნითა და იარლიყების მიწეპებით მოატყუონ საზოგადოება.

„რუსული კანონი“, „რუსული ხელისუფლება“, „რუსული შობა“, „ჩელიაბინსკი“, „არაბიზაცია“, „ნარკოტიკებთან მაგათი ბრძოლის არ მჯერა“, „ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი არა ის…“ და ა.შ.

დროის გარკვეული პერიოდი, ზემოაღნიშნული, რაღაც დოზით გამოსდიოდათ, თუმცა დღეს მათ უარგუმენტო ზღაპრებს მხოლოდ მათივე ე.წ „ბაბლი“ იჯერებს.

როდესაც არგუმენტებს სთხოვ, უზრდელურ საქციელსა და ფაშიზმისადმი სერიოზულ მიდრეკილებას ავლენენ.
პრემიერის ინიციატივა, ჯანსაღ დისკუსიასთან დაკავშირებით, ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ მოისმინოს არგუმენტები ორივე მხარისგან და შემდგომ გააკეთოს თავისი დასკვნები.

დღევანდელ დებატებს, რაც შეეხება, ჩვენმა მოქალაქეებმა თავად განსაჯონ, თუ რომელი მხარისგან მოისმინეს არგუმენტები”, – წერს ლევან მაჭავარიანი.