„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან კონსულტაციის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი”, – განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

“ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია საზოგადოების, მოქალაქეების აზრის მოსმენა და გათვალისწინება. რეფორმის ეროვნული კონცეფციის წარდგენა და დაანონსება 2025 წლის დეკემბერში მოხდა, შესაბამისად, შევეცადეთ, გარდამავალი პერიოდი სასკოლო საზოგადოებისთვის მაქსიმალურად გამარტივებული ყოფილიყო. მშობელთა უმეტესობა უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებებს კონკრეტულ სკოლებთან და ბავშვებს ამზადებენ პირველი კლასისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ პრიორიტეტად დავაყენეთ მშობელთა საუკეთესო ინტერესები“, – განაცხადა მიქანაძემ.