„სამხრეთ კავკასია ირანიდან წამოსული ლტოლვილთა ნაკადისთვის კომფორტულ ზონად არ მიმაჩნია, რადგან თუ ასე მოხდა, იმდენად დიდი ტალღა შეიქმნება, რომ ამას სამხრეთ კავკასია ვერ გადახარშავს, არ აქვს მაგის რესურსი, საქართველოს მითუმეტეს“, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ფსიქოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ ირანიდან დევნილთა საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შესაძლებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უფრო რეალისტურია, რომ მიგრაციის ტალღა რუსეთისკენ დაიძრას.
„სამხრეთ კავკასია ირანიდან წამოსული ლტოლვილთა ნაკადისთვის კომფორტულ ზონად არ მიმაჩნია, რადგან თუ ასე მოხდა, იმდენად დიდი ტალღა შეიქმნება, რომ ამას სამხრეთ კავკასია ვერ გადახარშავს, არ აქვს მაგის რესურსი, საქართველოს მითუმეტეს. უფრო რეალისტურად მიმაჩნია, რომ თუ სამომავლოდ მიგრაციის ასეთი ტალღა შეიქმნა, იგი დაიძრას რუსეთისკენ, სადაც უზარმაზარი ტერიტორიული სივრცეა. მიგრაციის პრობლემის მოგვარებით რუსეთი ირანის დახმარებასაც შეძლებს, თანაც ისე, რომ მტერსაც არ გაიჩენს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.


