„ჩვენი ვიზიტის და პირველივე შეხვედრის მთავარი გზავნილი არის ის, რომ საქართველოს და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია სრულ თანხვედრაშია იმ ძირითად ღირებულებებთან და პრინციპებთან, რაზეც არის ჩვენი მმართველობა დამყარებული“, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა.
მისივე თქმით, დელეგაციის წარმომადგენლებმა აშშ-ის სენატორისგან გზავნილებიც მიიღეს.
„ძირითადი გზავნილები მივიღეთ აშშ-ის სენატორისგან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვისთვის“, – აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება.


