პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ნარკოპოლიტიკასა და შესაბამისი სამკურნალო პროგრამების დაფინანსებაზე ისაუბრა.
„ჯანდაცვის სამინისტროში გარკვეული თანხები უნდა იქნას გამოყოფილი იმისთვის, რომ რეაბილიტაცია იქნება თუ სხვა სახის მკურნალობა, უზრუნველვყოთ. მაგრამ, ამავდროულად მინდა დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია — თუ პარალელურად ჩვენ ასეთი მკაცრი ნარკოპოლიტიკა არ გავაგრძელეთ, რაც მოიცავს რეალიზატორებთან და ვითომ მომხმარებლებთან, მაგრამ ფაქტობრივად რეალიზატორებთან ბრძოლას, ეს თანხები და მკურნალობა შედეგს ვერ მოიტანს და ნარკომომხმარებელთა რაოდენობა გაორმაგდება და გასამმაგდება. ერთგვარი ბალანსი უნდა მოახდინოს სახელმწიფომ ამ კუთხით”, — განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.


