უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია არჩევნებს წააგებს, რის შემდეგაც უნგრეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელი გახდება.

„უნგრეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა, მაგრამ მას სამხედრო წონა არ აქვს. მე მასთან [ორბანთან] არ ვსაუბრობ, რადგან მას არ სურს, მაგრამ მაქვს კონტაქტები რობერტ ფიცოსთან. მჯერა, რომ ორბანი არჩევნებს წააგებს და შემდეგ ჩვენ შევძლებთ უნგრეთთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენას, ასევე იმიტომ, რომ უნგრელი ხალხი პრორუსულად არ არის განწყობილი”, – აღნიშნა ზელენსკიმ იტალიურ მედიასაშუალებასთან – „Corriere della Sera“ ინტერვიუში.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ რუსეთიდან ენერგორესურსების შეძენა მიუღებელია.