„მაქვს პატივი, ვიყო კიდევ ერთ შეხვედრაზე. ამ ფორმატის ჰქვია სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-15 სხდომა. რადგან მეთხუთმეტეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ურთიერთობა ვითარდება. მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი დღის წესრიგისა არის ის, რომ კიდევ უფრო უკეთესი ეკონომიკური შედეგები გვქონდეს”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივი ბრიფინგისას.
“დღეს საუბარი გვქონდა ორმხრივ ეკონომიკურ, რეგიონულ და საერთაშორისო დღის წესრიგზე. ვისაუბრეთ, სად გვაქვს ყველაზე დიდი პოტენციალი თანამშრომლობის განვითარებისთვის. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლის, რადგან მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერს მშვიდობის პროცესს, პირადად უჭერს მხარს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის პროცესს. მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ და ვხედავთ.
დღეს სომხეთი და აზერბაიჯანი აყალიბებენ ეკონომიკურ ურთიერთობებს და კავშირებს საქართველოს დახმარებით, საქართველოს ხელშეწყობით. ეს ნამდვილად შესაქები ამბავია და ნამდვილად მადლობას გიხდით ამ ფასეული წვლილისთვის“, – განაცხადა ფაშინიანმა.


